სომხეთის მოქალაქეს დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩნდა

საქონელი ავტომანქანის სახურავის ქვეშ მოწყობილ სამალავში იყო მოთავსებული.

საბაჟო გამშვებ პუნქტ "სარფში", განსაკუთრებით დიდი ოდენობის ოქროს ნაკეთობების მალულად შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პუნქტის ტერიტორიაზე, თურქეთის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ვ.ა. რომლის ავტომანქანის დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა 2620,5 გრ. არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონელი ავტომანქანის სახურავის ქვეშ მოწყობილ სამალავში იყო მოთავსებული.

საქონლის საერთო ღირებულებამ 111 449,86 ლარი შეადგენა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის მთავარ სამმართველოს გადაეცა.