ნოემბრიდან Ryanair-ი იწყებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მილანის მიმართულებით ფრენას. ასევე, დღეს შევიტყვეთ და ეს სიურპრიზი იყო, რომ მომავალი წლის ზაფხულიდან კიოლნის მიმართულება დაემატება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ Tav Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძემ საქართველოში ავიაკომოანია Ryanair-ის შემოსვლასთან დაკავშირებით განუცხადა.
თეა ზაქარაძის თქმით, მიღწეულია შეთანხმება მილანის მიმართულებით კვირაში 4-ჯერ ფრენაზე.
მისივე თქმით, პირდაპირ ფრენებზე დაბალი ფასები ადგილობრივებისთვისაც კომფორტული იქნება და ტურისტული ნაკადის ზრდასაც უნდა ველოდოთ.
"რა თქმა უნდა, ეს სასიხარულოა. ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 8 დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ოპერირებს. Ryanair-ი იქნება მეცხრე. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ უკრაინის მიმართულებით იყო, ახლა გვექნება მილანის მიმართულებით დაბალი ფასები," - განაცხადა თეა ზაქარაძემ.