შიდა ქართლში პესტიციდების და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა

შიდა ქართლში პესტიციდების და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტო აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს.

„მიმდინარე თვეში სახელმწიფო კონტროლი შიდა ქართლის რეგიონში განხორციელდა, სადაც 31 ობიექტი შემოწმდა, მათგან 17 დაჯარიმდა. 13 ბიზნესოპერატორი დაფასოების, მარკირების, რეალიზაციის წესების დარღვევის გამო დაჯარიმდა, ხოლო 4 შემთხვევაში გამოვლინდა ვადაგასული პესტიციდების განთავსების ფაქტი, რაზეც სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა.

ბიზნესოპერატორები 2000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ ვადაგასული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღება და შესაბამისი წესების დაცვით განადგურება დაევალათ, რასაც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო გაუწევს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.