5  შეცდომა, რომელსაც დამწყები ბიზნესმენები უშვებენ

არსებობს რამდენიმე ოქროს წესი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ ძალების მოსინჯვა ბიზნესში გადაწყვიტეთ:

1 - არ ღირს ბიზნესის დაწყება დიდი კრედიტის აღებით, ბიზნესში დიდი კაპიტალდაბანდებებით, ოფისის დიზაინის სრულყოფითა და ძვირი ფართობის იჯარით აღებით. უმთავრესი, რითიც უნდა დაკავდეთ, მომხმარებლების მოძებნა და მოზიდვაა.

2 - თავს უფლება არ მისცეთ, რომ არ შეისწავლოთ პოტენციური მომხმარებლები. რეკლამა სწორედ მიზნობრივი აუდიტორიისკენ უნდა მიმართოთ - თქვენი საქონლის ან მომსახურების ყველაზე გაყიდვა არავისზე გაყიდვის ტოლფასია.

3 - არ შეიძლება არ გაიაზროთ მომავალი გაყიდვების სისტემა და მარკეტინგული ნაბიჯები. ყველა მომენტი ბიზნესის დაწყებამდე უნდა იყოს გათვლილი - მომხმარებლის მოზიდვიდან დაწყებული, თქვენთან მისი განმეორებით მოსვლით დამთავრებული.

4 - არ შეიძლება, არ დაინტერესდეთ თქვენ მიერ შეთავაზებულ საქონელზე და მომსახურებაზე მოთხოვნის მაჩვენებლით.

5 - არ შეიძლება, არ გააკეთოთ "საცდელი ვარიანტი". ეს საშუალებას მოგცემთ, შეამოწმოთ მიმართულების სისწორე და მიიღოთ გამოცდილება.

წყარო: adami.ge

წარმატებულ ბიზნესსაქმიანობას გისურვებთ!