ქუთაისში მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ავტობუსის მძღოლები სამუშაო პირობებს აპროტესტებენ

ქუთაისში, ავტობუსების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სამუშაო პირობებს აპროტესტებენ. "ჩვენ არ გვინდა გაჩერება, მაგრამ იმდენს ვერ ვმუშაობთ, რომ საწვავის ფული ამოვიღოთ. ხელფასიც არ გვაქვს, გამომუშავებაზე ვართ, გამომუშავებული ფულით კი ოჯახსაც ვერ ვარჩენთ. "თეგეტა მოტორსმა", რომელსაც ჩვენთვის პირობები უნდა შეექმნა, პირიქით, გაგვამწარა და სამსახურიდან გაშვებით გვემუქრება", - აცხადებენ გაფიცული მძღოლები.

მათივე განცხადებით, იმისათვის, რომ მუშაობა შეძლონ, საწვავი შეღავათიან ფასებში უნდა მიეწოდოთ, ან მგზავრობის ღირებულება 30 თეთრიდან 40 თეთრამდე უნდა გაიზარდოს.