ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული. უწყება წერეთლისთვის ბრალის ოფიციალურად გაცნობას გეგმავს, რის შემდეგაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს.
ავთანდილ წერეთელი გენერალურ პროკურატურაში 18:00 საათზეა დაბარებული.
გამოძიება ავთანდილ წერეთელს „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ „16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას და დიდი ოდენობით შემოსავლის მიღებას ედავება“.
„ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე,” - განაცხადეს პროკურატურაში.