მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან მედიკამენტების (დაფასოებული) ექსპორტი 44 264.7 ათასი დოლარით ანუ 54.8%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
კერძოდ, „საქსტატის“ ცნობით, მიმდინარე წლის 1-ელ შვიდ თვეში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 125 028.9 ათასი დოლარი შეადგინა. მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი 80 764.2 ათასი დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აღნიშნული სასაქონლო ჯგუფი უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში მე-4 ადგილზეა და მისმა წილმა მთელ ექსპორტში 5.9% შეადგინა.