1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9336 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9336 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9354 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2487 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2583 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0096 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.