ამერიკამ Deutsche Bank-ი 16,2 მილიონი დოლარით დააჯარიმა

გერმანული Deutsche Bank-ი თანახმაა გადაიხადოს 16,2 მილიონი დოლარი საზღვარგარეთ ამერიკული კანონმდებლობის დარღვევისთვის, რომელიც კორუფციას ეხება. ამის შესახებ ამერიკის ფასიანი ქაღალდების ფედერალური კომისიის (SEC) მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია. ეს ორგანო კი მთავარი მარეგულირებელი ორგანოა შტატებში, რომელიც ახდენს დაკვირვებას ამერიკის ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების მიმოქცევაზე.

SEC-ის ვერსიით, გერმანული ბანკი სულ ცოტა 2006-2014 წლებში ასაქმებდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან და რუსეთიდან მაღალჩინოსნების ნათესავებს მათზე „გავლენის“ მოსაპოვებლად საკუთარი წარმატების მისაღწევად საინვესტიციო საბანკო სფეროში. კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ ბანკი თანახმაა დაარეგულიროს აღნიშნული საკითხი ბრალის უარყოფისა თუ აღიარების გარეშე.

ცნობისათვის, ანალოგიური ბრალდებით 264 მილიონი დოლარით მარეგულირებელმა 2016 წელს დააჯარიმა ამერიკული ბანკი JPMorgan Chase, 2018 წელს კი შვეიცარული Credit Suisse 77 მილიონით.

კოკა კვირკველია