საფრანგეთის ხელისუფლება აპირებს გააქტიუროს ბრძოლა იმ კომპანიებთან, რომლებიც თავს არიდებენ გადასახადებს. ამ მიზნით კი გეგმავს „შავი სიის“ შექმნას იმ კომპანიებისთვის, რომლებიც უკვე წელს ამოქმედებულ ახალ ვალდებულებებს თავს აარიდებენ. საუბარია მსხვილ ციფრულ კომპანიებზე დაწესებულ ახალ გადასახდელზე. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის ფინანსტა მინისტრმა ჟერალდ დარმანენმა გაზეთ Les Echos-თან ინტერვიუში გააკეთა.
დარმანენის თქმით, ამ სიაში მოხვდებიან კომპანიები, რომლებიც არ იხდიან გადასახადს „GAFA", რომელიც მას შეარქვა ამერიკული ციფრული გიგანტების Google, Amazon, Facebook და Apple პატივსაცემად.
როგორც ცნობილია, საფრანგეთის სენატმა აღნიშნული გადასახადის შესახებ კანონპროექტი 11 ივლისს საბოლოოდ დაამტკიცა. ის უკვე 2019 წლის პირველი იანვრიდან საფრანგეთში მიღებულ შემოსავლებს დაუბეგრავს ინტერნეტ გიგანტებს. დაიბეგრებიან ის კომპანიები, რომელთა წლიური გლობალური შემოსავალი 750 მლნ-ს, ხოლო საფრანგეთში მიღებული შემოსავალი 25 მლნ ევროს უდრის. პარიზში ვარაუდობენ, რომ ქვეყნის ბიუჯეტს ყოველწლიურად 650 მლნ ევროს შემოსავალი შეემატება.