„დიდი შვიდეულის“ მომავალი სამიტი, რომელიც საფრანგეთში გაიმართება, ქვეყნების ლიდერებს შორის არსებული უთანხმოებებისა და განვითარებულ ქვეყნებში კრიზისული გამოვლინებების ფონზე ჩაივლის.
სამიტამდე, რომელიც 24-26 აგვისტოს გაიმართება, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ფიქსირდება „დემოკრატიის ღრმა კრიზისი“, ასევე უთანასწორობისა და კაპიტალიზმის კრიზისი“.
მისივე თქმით, ამ პირობებში ერთიანი კომუნიკეს მიღება „უაზრო ნაბიჯი“ იქნებოდა.
სამიტი გაიმართება საკურორტო ქალაქ ბიარიცაში, საფრანგეთის სამხრეთ სანაპიროებზე.
დიდი ქვეყნებს შორის უთანხმოება არამხოლოდ კლიმატის საკითხზე, არამედ სავაჭრო ურთიერთობებშიც არსებობს.