მსოფლიოში პირველი ელექტროსადგური, რომელიც მზის ენერგიას გამოიყენებს, ბრიტანეთის ერთ-ერთი ქალაქის ოლდერშოტის მახლობლად იქნება განთავსებული და მოემსახურება იმ მატარებლებს, რომელიც მზის ელემენტებს გამოიყენებენ.
საპილოტე სისტემა 30kW-ს შეუძლია საფუძველი ჩაუყაროს უფრო მასშტაბურ პროექტს, რომლის მიხედვითაც ეს მზის პანელების ფერმა შეძლებს და ყველა იმ მატარებელს მიაწვდის ენერგიას, რომელიც ამ სადგურს გაივლის.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ Network Rail სამომავლოდ აპირებს მილიარდობით გირვანქა სტერლინგის დახარჯვას, რათა სრულად მოახდინოს სარკინიგზო ხაზების მზის პანელებით ელექტროფიკაცია.
ამ გზით, თავიდან აიცილებენ გარემოს დაბინძურებასაც.
მზის ელემენტებს უკვე იყენებენ ზოგიერთი მატარებლის სადგურში, მათ შორის ლონდონის მატარებლის სადგურშიც, მაგრამ პროექტი „ოლდერშოტი“ არის უნიკალური, რადგან ამ პროექტით პირველად იქნება შესაძლებელი მზის ენერგიით გვერდი აუარონ ელექტროსისტემას.
კომპანია Network Rail-ი მზის ენერგიით სწორედ იმ სქემის დახმარებით დამუხტავს რკინიგზის ხაზებს, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაცია 10:10 Climate Action-მა ლონდონის ერთ-ერთ უნივერსიტეტთან ერთად შეიმუშავა.
„იმ შემთხვევაში, თუ პროექტი წარმატებული აღმოჩნდება და ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზებთ უფრო ეკოლოგიურ და კომფორტული მგზავრობის შესაძლებლობას, გვაქვს ამბიცია, რომ მომავალში ეს ტექნოლოგია მთლიან ქსელში გავავრცელოთ,“ - განაცხადა Network Rail-ის წარმომადგენელმა.
პროექტის შემქმნელთა აზრით, არსებობს იმის შესაძლებლობაც, რომ მომავალში ედინბურგში, გლაზგოში, ლონდონში და მანჩესტერში მზის ენერგია ტრამვაების სისტემისთვისაც გამოიყენონ.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ