1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9279 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9279 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0057 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2365 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2487 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0122 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.