„ჩემთვის ძალიან მძიმე იყო, როცა ძმის გარდაცვალების შესახებ გავიგე“, - განაცხადა მილიარდერის ძმამ ჩარლზ კოხმა. „ყველა, ვინც დევიდთან მუშაობდა, შესაძლებლობა ჰქონდა დაენახა მისი საოცარი პიროვნული თვისებები და სიცოცხლის სიყვარული“, - ამბობს გარდაცვლილის ძმა.
„ფორბსის“ ინფორმაციით, დევიდ კოხი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მე-11 ადგილს იკავებდა.
როგორც უცხოური გამოცემები წერენ, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა, ცნობილია ისიც, რომ მილიარდერს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. 2018 წელს კი ამის გამო, ძმასთან ერთად შექმნილი კომპანიის, Koch Industries მმართველობას თავი დაანება და ამის შემდეგ პოლიტიკური აქტივობაც შეამცირა.
2018 წლის მონაცემებით, მისი ქონება 51 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მისი კერძო კომპანია Koch Industries კი აშშ-ის ყველაზე მსხვილ კერძო კომპანიათა რიცხვშია. დევიდ კოხის სახელს ატარებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის კიბოს ცენტრი.
ის საკმაოდ აქტიური პიროვნება გახლდათ და 1980 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა.
მოამზადა ეკა გადახაბაძემ