პოპულარული ჟურნალი Forbes 2019 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად ქალ მსახიობებს ასახელებს.
ქალებს შორის პირველ ადგილს ცნობილი ამერიკელი მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი იკავებს. 34 წლის მსახიობი განსაკუთრებით პოპულარული „შურისმაძიებლებში“(Avengers) მონაწილეობის შემდეგ გახდა. მიმდინარე წელს მან 56 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა, გასულ წელს კი მისი შემოსავალი 15.5 მილიონი აშშ დოლარი იყო.
სიის მე-2 ადგილს კოლუმბიელი მსახიობი და მოდელი სოფია ვერგარა იკავებს. აღსანიშნავია, რომ ის განსაკუთრებით ცნობილი პოპულარულ ამერიკულ სერიალ „თანამედროვე ოჯახში“ (Modern Family) მონაწილეობის შემდეგ გახდა. მიმდინარე წელს მან 44.1 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების ათეული კი ასე გამოიყურება:
სკარლეტ იოჰანსონი - $56m
სოფია ვერგარა - $44.1
რიზ უიზერსპუნი - $35m
ნიკოლ კიდმანი - $34m
ჯენიფერ ენისტონი- $28m
კეილი კუოკო - $25m
ელისაბედ მოსი - $24m
მარგო რობი - $23.5m
შარლიზ თერონი - $23m
ელენ პომპეო - $22m
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა