ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფები გაზარდა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე ტარიფები გაზარდა. ამჯერად დაჩქარების მიზეზი გახდა ჩინეთის მხრიდან ამერიკულ ავტომობილებზე და ავტონაწილებზე დაწესებული საბაჟო ტარიფები, რომელიც შეეხო 75 მილიარდი დოლარის პროდუქციას და ამოქმედდება 1 დეკემბრიდან.

„ჩინეთს არ უნდა შემოეღო ტარიფები 75-მილიარდიან პროდუქციაზე. 1 ოქტომბრიდან ამ დროისთის 25%-ით დაბეგრილი ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფი გაიზრდება 30%-მდე. გარდა ამისა, დარჩენილი 300 მილიარდის ჩინურ პროდუქციაზე, რომელიც პირველი სექტემბრიდან 10%-ით უნდა დაბეგრილიყო, დაიბეგრება 15%-ით“ - დაწერა მან „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

ტრამპმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ჩინეთის არაკეთილსინდისიერებაზე სავაჭო საკითხებში, მათი მხრიდან ინტელექტუალური საკუთრების ქურდობაზე და შედეგად ამერიკული ინტერესების და ეკონომიკის დაზიანებაში. ამ ყველაფერში კი კიდევ ერთხელ დაადანაშაულა წინა პრეზიდენტები.

ტრამპმა მორიგ ჯერზე მოუწოდა ამერიკულ კომპანიებს იპოვინ წარმოების ალტერნატიული წყაროები ან დააბრუნონ ამერიკული პროდუქციის წარმოება შტატებში.

კოკა კვირკველია