სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის დღევანდელ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 1.7326 შეადგინა.