ტრამპი საფრანგეთს ღვინოზე საბაჟო ტარიფების დაწესებით ემუქრება

აშშ-ს შეუძლიათ დააწესონ ფრანგულ ღვინოებზე საბაჟო გადასახადი პარიზის მხრიდან ამერიკულ კომპანიებზე დაწესებული ე.წ. ციფრული გადასახდელის პასუხად. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საფრანგეთში გამგზავრებამდე განუცხადა, სადაც დიდი შვიდეულის ქვეყნების ლიდერების 2-დღიანი სამიტი გაიმართება.

„მე არ მომწონს ის, რაც გააკეთა საფრანგეთმა. არ მსურს, რომ პარიზმა დაბეგროს ჩვენი კომპანიები, ეს ძალიან არასამართლიანია. თუ ისინი ამას იზამენ, ჩვენ დავბეგრავთ მათ ღვინოებს“ - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მას ფრანგული ღვინოების შესაძლო დაბეგვრის შესახებ განცხადება აქამდეც გაუკეთებია.

კოკა კვირკველია