დუეინ ჯონსონი 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კაცი მსახიობია

ჟურნალმა „ფორბსმა“ 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კაცი მსახიობების სია გამოაქვეყნა. ათეულს ლიდერობს „კლდედდ“ წოდებული დუეინ ჯონსონი 89,4 მილიონი დოლარის შემოსავლით. აღნიშნული თანხა მან 2018 წლის 1-ლი ივნისიდან 2019 წლის 1-ელ ივნისამდე პერიოდში გამოიმუშავა.

მის შემდეგ რეიტინგში მოდიან მარველის შურისმაძიებლების გმირები რობერტ დაუნი უმცროსი და ქრის ჰემსვორთი. მათი შემოსავლებიც შთამბეჭდავად გამოიყურება. თუმცა რეიტინგში ვერ ნახავთ ჰოლივუდის ცნობილ სახეებს ლეონარდო დიკაპრიოს, ტომ კრუზსს ბრედ პიტს და სხვებს.

2019 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი კაცების ათეული ასე გამოიყურება.

10. უილ სმიტი - 35 მილიონი

9. პოლ რუდი - 41 მილიონი

8. ქრის ევანსი - 43,5 მილიონი

7. ადამ სენდლერი - 57 მილიონი

6. ბრედლი კუპერი - 57 მილიონი

5. ჯეკი ჩანი - 58 მილიონი

4. აშკაი კუმარი - 65 მილიონი

3. რობერტ დაუნი უმცროსი - 66 მილიონი

2. ქრის ჰემსვორთი - 76,4 მილიონი

1. დუეინ ჯონსონი - 89,4 მილიონი

კოკა კვირკველია