დღეს მსოფლიოში ყველაზე მარტივად, კომფორტულად და მოსახერხებლად მოგზაურობა ევროპის კონტინენტზეა შესაძლებელი, სადაც შეხვდებით როგორც მაღალ მთებს, ასევე დაბლობებს, დიდ ქალაქებსა თუ პატარა სოფლებს. ამასთანავე, გამართული სატრანპორტო სისტემა და საერთო ენაზე კომუნიკაციის შესაძლებლობა ევროპაში მოგზაურობას საკმაოდ ამარტივებს.
ცნობილია ამასთანვე ის ფაქტი, რომ ევროპა მოსახერხებელია ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ. გამოცემა WanderlustStoryTeller დაინტერესდა, თუ რომელია 12 საუკეთესო ქვეყანა ევროპაშვი ბავშვებთან ერთად სამოგზაუროდ.
1. შვედეთი
გამოკითხვის მიხედვით, პირველი ადგილი შვედეთმა დაიკავა. სკანდინავიის ეს ულამაზეს ქვეყანა ყველაზე მეტად მოსახერხებელია შვილებთან ერთად სამოგზაუროდ. შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ბავშვები ნამდვილად ვერ მოიწყენენ. აქ მათ ბევრი სხვადასხვა გასართობის ნახვა შეუძლიათ პარკებითა და ზოოპარკით დაწყებული, მუზეუმებითა და ზღვაში გასეირნებით დამთავრებული. თანაც, შვედეთში, უმეტესობა თავისუფლად საუბრობს ინგლისურად.
2. ავსტრია
გამოკითხვაში მე-2 ადგილზე ავსტრია გავიდა. ევროპის ეს მთიანი ქვეყანა ბავშვებთან ერთად სამოგზაუროდ ერთ-ერთი ყველა კარგი ვარიანტია. აქ შესაძლებელია მაღალმთიანი სოფლების, მსოფლიოში უდიდესი ყინულოვანი გამოქვაბულისა და დინოზავრების პარკის დათვალიერება.
3. ხორვატია
თუ გსურთ შვილებთან ერთად ულამაზეს ზღვის სანაპორებზე დაისვენოთ, მაშინ ხორვატიას აუცილებლად უნდა ესტუმროთ, განსაკუთრებით კი, სასურველია ზღვისპირა ქალაქის დუბროვნიკის მონახულება. ამასთანავე, ხორვატიის ზღვისპირეთში უამრავი საინტერესო ისტორიულ ციხესიმაგრე, კოშკი და მუზეუმია. გამოკითხვის მიხევით, ხორვატიის დასათვალიერებლად საუკეთესო თვე სექტემბერია.
4. ინგლისი
ბავშვებთან ერთად სამოგზაუროდ ერთ-ერთ საუკეთესო ქვეყანას ინგლისი წარმოადგენს. ლონდონში შვილებთან ერთად შეგიძლიათ ქალაქის ისტორიული ნაწილი დაათვალიეროდ და ეწვიოთ ჰარი პოტერის მუზეუმს ან Legoland-ს.
5. იტალია
იტალიაში უამრავი ადგილია, სადაც შვილებთან ერთად სამოგზაუროდ წასვლა შეგიძლიათ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა ქალაქებს შორის გადაადგილება შესაძლოა 10 საათზე მეტ ხანსაც გაგრძელდეს, რაც მცირეწლოვანი მოგზაურებისთვის შესაძლოა დამღლელი აღმოჩნდეს. გამოკითხვის მიხედვით ბავშვებთან ერთად საუკეთესო ტურისტულ მარშრუტებად რომი და ვენეცია სახელდება.
6. ბელგია
თუ ბელგიაში შვილებთან ერთად გადაწყვეტთ მოგზაურობას, აუცილებლად მოინახულეთ ულამაზესი ქალაქი ბრუგე, რომელიც ბრიუსელიდან არც ისე შორს მდებარეობს. გადაადგილებისთვის კი ყველაზე კომფორტული საშუალება ბელგიაში მატარებელია. ბავშვებს ბელგიაში მოგზაურობა განსაკუთრებით იმიტომაც მოსწონთ, რომ აქ შეუძლიათ უგემრიელესი ბელგიური შოკოლადი და ვაფლი დააგემოვნონ.
7. ესპანეთი
ესპანეთში ბავშებთან ერთად მოგზაურობისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ ქალაქ ბარსელონას, სადაც უამრავი პარკი, მწვანე სივრცე და ზოოპარკია. ამასთანავე, ესპანეთი კარგი არჩევანია ზღვის სანაპიროზე დასვენების მსურველთათვის.
8. გერმანია
გერმანიაში ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის საუკეთესო პერიოდი დეკემბერია, მაშინ, როდესაც ბერლინში უზარმაზარი საშობაო ბაზრობა იხსნება. ამასთანავე, მოწესრიგებული სატრანსპორტო გადაადგილება თქვენს მოგზაურობას გაცილებით უფრო გაამარტივებს.
9. საფრანგეთი
პარიზის გარდა ევროპის ამ ულამაზეს ისტორიულ ქვეყანაში სანახავი ძალიან ბევრია. ბავშვებთან ერთად მოგზაურობისათვის საუკეთესო ფრანგულ ქალაქებს შორის ნიცა და კოლმარი მოხვდნენ. ამასთანვე, შეგიძლიათ საფრანგეთის ალპებში მდებარე სოფლებიც მოინახულოთ.
10. ჩეხეთი
ჩეხეთი ბავშვებთან ერთად სამოგზაუროდ ერთ-ერთ სასურველ ქვეყანად ითვლება. ცენტრალური ევროპის ამ ქვეყანაში მოზარდებისთვის ბილეთების უმეტესობა უფასოა, ან დიდი ფასდაკლება მოქმედებს. ჩეხეთში ბავშვებთან ერთად შეგიძლიათ პრაღის ისტორიული ნაწილი და ციხესიმაგრეები მოინახულოთ.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა