ევროსაბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, დიდი შვიდეულის ქვეყნებს შორის სავაჭრო უთანხმოებები მხოლოდ გაზრდის „კლუბის“ წევრებს შორის უნდობლობას, რომელიც არც ისე სახარბიელოა. აღნიშნული განცხადება მან სამიტის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ამასთან, მისივე თქმით, ვერ დაეთანხმება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელსაც სურს მომავალ დიდი შვიდეულის სამიტზე წევრის სტატუსით დაბრუნდეს რუსეთი. ტუსკის განცხადებით, მიზეზი იმისა, რომ რუსეთი იყოს გარიცხული კლუბიდან უფრო მეტია, ვიდრე მისი დაბრუნების.
მან ბრექსიტის საკითხზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ისურვებდა ბორის ჯონსონისგან მოესმინა კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აპირებს შეთანხმებას ევროკავშირთან, ნაცვლად „უსიკვდილოდ გავიდეს ევროკავშირიდან“ მოწოდებისა.
ტუსკმა ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ მოხდება სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირსა და ბრაზილიას შორის საერთო ბაზრის ამოქმედების შესახებ, ამის მიზეზად კი ბრაზილიაში მიმდინარე ამაზონის ტყის ხანძრები დაასახელა. მისივე თქმით, ევროკავშირი მზადაა ფინანსური დახმარება აღმოუჩინოს ბრაზილიას ხანძრის ჩაქრობაში.
მან სამიტს ბოლო შანსი უწოდა მსოფლიოში არსბეულ უთანხმოებებზე რაღაც ტიპის შეთანხმების მისაღწევად, თუმცა როგორც თავად განაცხადა, ამის იმედი დიდად არ აქვს.