რამდენი მანქანა ემსახურება სახელმწიფო უწყებებს - სამინისტროები, რომელთაც ინფორმაცია არ გაუსაჯაროვებიათ

სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უწყებებს შორის, ყველაზე მეტი ავტომობილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ემსახურება.

როგორს ვებგვერდზე განთავსებულ მონაცემებში ვკითხულობთ, აღნიშნული უწყების ბალანსზე 104 ავტომობილია.

ამასთან, ავტომობილების შესახებ ინფორმაცია არ აქვს გასაჯაროვებული 6 სამინისტროს. საუბარია, ფინანსთა, საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შიგანაგან საქმეთა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებზე.

როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, მათი უწყება წერილობითი სახით ყველა სამინისტროსგან გამოითხოვს მსგავს ინფორმაციას. შესაბამისად, იმ სამინისტროებს, რომელთა მონაცემებიც "ბიუჯეტის მონიტორზე" არ არის გამოქვეყნებული, ინფორმაცია ჯერ არ აქვთ წარმოდგენილი. აუდიტის სამსახურის ცნობით, მონაცემების მიღებისთანავე, ვებგვერდი განაახლებს ინფორმაციას.

რაც შეეხება სხვა უწყებების ბალანსზე არსებული ავტომობილების რაოდენობას, ასე გამოიყურება:

  • საქართველოს პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 88 ავტომობილი;
  • საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 9 ავტომობილი;
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 9 ავტომობილი;
  • საქართველოს ეკომონიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 55 ავტომობილი;
  • რეგიონული განვითრებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 104 ავტომობილი;
  • იუსტიციის სამინისტრო - 87 ავტომობილი;
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 49 ავტომობილი.
ნინი ქეთელაური