„დიდი შვიდეულის“ სამიტზე მსოფლიო ლიდერები ამაზონის ტყის ხანძრების საწინააღმდეგო ზომებზე შეთანხმებასთან ახლოს არიან. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, შეთანხმება ბრაზიილისთვის ტექნიკური და ფინანსური დახმარების შესახებ თითქმის მიღწეულია.
მისივე თქმით, მსოფლიო ლიდერები ასევე თანხმდებიან, რომ დაეხმარონ იმ ქვეყნებს, რომლებიც ხანძრებმა მნიშვნელოვნად დააზარალა.
„ჩვენი გუნდი ამაზონის რეგიონის ქვეყნებს უკავშირდება, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია საბოლოოდ შევათანხმოთ ძალიან კონკრეტული ვალდებულებები, რაც ტექნიკური რესურსებსა და დაფინანსებას მოიცავს“, - აღნიშნა მაკრონმა.
ამასთან, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი მზად არის 10 მილიონი ფუნტის გამოყოფისთვის.
შეგახსენებთ, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში ერთმანეთს აშშ-ის, იაპონიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ბრიტანეთისა და კანადის ლიდერები საფრანგეთის ქალაქ ბიარიცში ხვდებიან.