ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ბენგალურუში გაიხსნა რესტორანი, სადაც სტუმრებს რობოტები ემსახურებიან.
ახლად გახსნილ რესტორანში, რომელიც სულ 50 ადამიანზეა გათვლილი, სტუმრებს ინდური და აზიური კერძებით უმასპინძლდებიან. რესტორნის მთავარ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს 6 რობოტი, რომლებიც სტუმრებს ემსახურებიან.
აღსანიშნავია, რომ თითოეული მაგიდა აღჭურვილია სპეციალური მონიტორით, საიდანაც მომხმარებლებს სასურველი კერძისა თუ სასმლის არჩევა შეუძლიათ. ამის შემდეგ კი, მომზადებული საკვები სამზარეულოდან მაგიდებამდე რობოტებს მიაქვთ.
ამასთავე, რობოტებს შეკვეთის ადგილზე მიტანის გარდა სხვადასხვა პროგრამებიც აქვთ. მაგალითად, დაბადების დღის ან სხვა დღესასწაულის დროს მათ სიმღერის შესრულება შეუძლიათ.
რესტორნის სამზარეულოში დასაქმებულმა პირებმა მის გახსნამდე სპეციალური გადამზადება გაიარეს, რათა შემდგომში რობოტებთან ერთად მუშაობის დროს პრობლემები არ შექმნოდათ.
რესტორნის მფლობელი აცხადებს, რომ იდეა მას წლების წინ გაუჩნდა და როგორც იქნა, საკუთარი ოცნება აისრულა.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა