დღეს ჩინური ვალუტა ბოლო 11 წლის განმავლობაში რეკორდულად დაეცა, რაც სავაჭრო ომის ესკალაციასა და პოტენციურ გლობალურ რეცესიას უკავშირდება. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
უფრო ადრე, იუანის ონლაინ კურსი აზიურ ვაჭრობაში, რომელიც მატერიკზე ცირკულირებს, 7.1425 აშშ დოლარამდე დაეცა, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ოფშორულ ბაზარზე აშშ დოლართან მიმართებაში იუანი 7.1850-მდე დაეცა და 2010 წლის შემდეგ, რაც საგარეო ვალუტებთან დაიწყო ვაჭრობა, ყველაზე სუსტი გახდა.
გასულ პარასკევს ჩინეთმა განაცხადა, რომ 75 მილიარდამდე ამერიკულ საქონელზე დამატებით ტარიფს თავადაც დააწესებს. საპასუხოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინური პროდუქციის იმპორტზე დამატებითი ტარიფები დააწესა და ამერიკულ კომპანიებს დატოვებისკენ მოუწოდა.
ჩინეთის სახელმწიფო ბანკმა იუანს გაუფასურების საშუალება მისცა, რათა ამერიკული ტარიფები დაეკომპენსირებინა და შიდა მსოფლიო ეკონომიკის შენელების ფონზე ექსპორტზე მუშაობის საკუთარი ტემპი შეენარჩუნებინა.
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, იუანის დაცემა ჩინური პროდუქციის ექსპორტს აიაფებს.
აგვისტოს დასაწყისში, ჩინეთმა იუანს საშუალება მისცა, დოლართან მიმართებაში 7.0 კურსი ჰქონოდა, რაც ჩინურ პროდუქციაზე ახალი ტარიფების დაწესების შესახებ აშშ-ს გეგმებს უკავშირდებოდა.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა