Balensiaga-ს ახალი ჩანთები 1 200 ევროდან - დემნა გვასალია კოლექციას მსოფლიო ტურნესთვის ამზადებს

დიზაინერი დემნა გვასალია ჩანთების ახალ კოლექციას მსოფლიო ტურნესთვის ამზადებს.

როგორც დიზაინერი „ფეისბუქზე“ წერს, Balensiaga-მ ახალი ჩანთების მსოფლიო ტური დააანონსა, რომელიც დიდ ქალაქებს მოიცავს. ტური 29 აგვისტოს პეკინში გაიხსნება. ჩინეთის დედაქალაქში ჩანთები გაყიდვაში 8 სექტემბრამდე დარჩება. მეორე ლოკაცია დუბაიში იქნება, პირველი სექტემბრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით.

ახალი ჩანთების მსოფლიო ტურის ფარგლებში ამერიკაში ჩანთები 5 სექტემბერს გამოჩნდება. პირველად ნიუ-იორკში, Saks Fifth Avenue -ზე ბალენსიაგას მაღაზიაში, მეორედ 15 სექტემბერს Madison Avenue -ზე, შემდეგ ლოს-ანჯელესში და მაიამიში ბალენსიაგას მაღაზიებში.

Balensiaga-ს ჩანთების ახალი კოლექციის ფასი 1 200 ევროდან იწყება.