Forbes-მა ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქალი მომღერლების რეიტინგი გამოაქვეყნა

ჟურნალმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის პირველ ადგილს ტეილორ სვიფტი იკავებს, მისი შემოსავალი 185 მილიონ დოლარს შეადგენს. ფულის უდიდესი ნაწილი მან ახალი ალბომით Lover და მუსიკალური ტურის Reputation Stadium-ის შედეგად მოიმუშავა. უნდა აღინიშნოს, რომ ტეილორ სვიფტი Forbes-ის მიერ შედგენილი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსოფლიო ვარსკვლავების რეიტინგის პირველ ადგილსაც იკავებდა.

რეიტინგის მეორე ადგილი ბიონსემ დაიკავა, რომლის შემოსავალიც მკვეთრად ჩამორჩება ტეილორ სვიფტის შემოსავალს და 81 მილიონ დოლარად არის შეფასებული. მესამე ადგილს რიანა 62 მილიონიანი შემოსავლით იკავებს.

ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალი ქალების ათეულში ასევე შევიდნენ კეტი პერი, პინკი, არიანა გრანდე, ჯენიფერ ლოპესი, ლედი გაგა, სელინ დიონი და შაკირა.

უფრო კონკრეტულად ჟურნალ Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მომღერლების რეიტინგი ასე გამოიყურება:

  • 10. შაკირა - 35 მილიონი დოლარი
  • 9. სელინ დიონი - 37,5 მილიონი დოლარი
  • 8. ლედი გაგა - 39,5 მილიონი დოლარი
  • 7. ჯენიფერ ლოპესი - 43 მილიონი დოლარი
  • 6. არიანა გრანდე - 48 მილიონი დოლარი
  • 5. პინკი - 57 მილიონი დოლარი
  • 4. კეტი პერი - 57,5 მილიონი დოლარი
  • 3. რიანა - 62 მილიონი დოლარი
  • 2. ბიონსე - 81 მილიონი დოლარი
  • 1. ტეილორ სვიფტი - 185 მილიონი დოლარი

მოამზადა სალომე აბულაშვილმა