პეკინის აეროპორტში, კომპანია Air China-ს კუთვნილ სამგზავრო თვითმფრინავში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.
თვითმფრინავი, რომელიც რამდენიმე საათის წინ სინგაპურიდან პეკინში ჩაფრინდა, ტოკიოში გასაფრენად ემზადებოდა, რა დროსაც მასში ხანძარი გაჩნდა. ამ მომენტისათვის მგზავრთა ნაწილი უკვე თვითმფრინავში იმყოფებოდა. სამაშველო ჯგუფებმა მათი დაუყოვნებელი ევაკუაცია განახორციელეს. როგორც ირკვევა, ხანძარი თვითმფრინავის იმ ნაწილში გაჩნდა, სადაც ბარგი ინახებოდა, თუმცა ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.