თბილისის მთავრობა 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებებზე იმსჯელებს

თბილისის მთავრობა 2014 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებ იმსჯელებს.

მთავრობის სხდომა დედაქალაქის მერიაში რამდენიმე წუთში დაიწყება. მთავრობის სხდომის დღის წესრიგში გარდა ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის საკითხისა, კიდევ ხუთი საკითხია.

თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრების განცხადებით, თბილისის გამგეობები და საქალაქო სამსახურები თავისუფალი დასახარჯი თანხის გარეშე არიან დარჩენილები, ამიტომ ბიუჯეტში ცვლილებები საჭიროა.

თბილისის ბიუჯეტი 785 მილიონი ლარია.