თბილისში, დიღომში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 8 819 700 ლარია ( 2 998 370 დოლარი).
როგორც SS.ge-ზე გამოქვენებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის ფართობი 800კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი - 2000 კვ-მ.
კერძო სახლი ახალაშენებული და გარემონტებულია, აქვს 10 ოთახი, აქედან 6 საძინებელი.
როგორც განცხადებაში წერია, ვიტრაჟული სახლის აქტივის ინტერიერზე იმუშავეს ქვეყნის წამყვანმა დიზაინერებმა. ამასთან, სახლი მოიცავს სავარჯიშო სატრენაჟორო და გასართობ დარბაზებს, ვერანდებს, ავტოფარეხს (3 ავტომობილზე); აქვს საკუთარი საცურაო აუზი, დაცვის ოთახი და მომსახურე პორსონალისთვის განკუთვნილი სივრცე.