თუ თქვენი რეისი ვერ შესრულდა დაგეგმილ დროს, დროის დაკარგვამ შესაძლებელია თქვენ საკმაოდ დიდი ფინანსური ან მორალური ზარალი მოგაყენოთ და მით უმეტეს, რომ ასეთი შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული. ამის გათვალისწინეთ, 2004 წელს მიიღეს კანონი, რომელიც თქვენ გაძლევთ უფლებას მოითხოვოთ საკმაოდ სოლიდური თანხა 250, 400 ან 600 ევრო და აინაზღაუროთ მიღებული ზარალი თუ:
როგორ უნდა მოვითხოვო კომპენსაცია?
კომპენსაციის მიღება ძალიან მარტივია, რადგან საქართველოში არსებობს სპეციალიზებული იურიდიული კომპანია FlyBack.Ge, რომელიც დაგეხმარებათ აღნიშნული ფრენის კომპენსაციის მიღებაში.
ფრენის კომპენსაციის მისაღებად საჭიროა მხოლოდ განაცხადის შევსება FlyBack.Ge-ზე, ხოლო ამის შემდეგ ისინი მოიძიებენ ინფორმაციას, დაადგენენ, გეკუთვნით თუ არა კომპენსაცია და დაიწყებენ საქმის წარმოებას თქვენი კომპენსაციის მისაღებად.
FlyBack უკვე ათასობით ქართველ მგზავრს დაეხმარა კომპენსაციის მიღებაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და დღემდე წარმატებულად მუშაობენ თქვენი უფლებების დასაცავად.
https://www.youtube.com/watch?v=_OEe-HQrksA
და იცით რა არის საუკეთესო ამ ამბავში? თქვენ წინასწარ არაფრის გადახდა არ გიწევთ მათ მომსახურებაში. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმეს მოიგებენ და მიიღებენ კომპენსაციას თქვენთვის, ასეთ დროს კომპენსაციის 25%-ს შეადგენს მათი სერვისის საკომისიო. რაიმე მიზეზით არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების დროს, თქვენ არ იხდით არაფერს და ყველა ხარჯს ფარავს FlyBack. ეს ყველაფერი კი მათ სერვისს განსაკუთრებულად მიმზიდველს და მომხმარებლებზე ორიენტირებულს ხდის. თქვენთვის არ არსებობს არანაირი რისკი, ამიტომ შეგიძლიათ უბრალოდ სცადოთ.
როგორია კომპენსაციის მიღების კრიტერიუმები?
იმისთვის, რომ დავიწყოთ ფიქრი კომპენსაციის მიღებაზე, სულ რამდენიმე კრიტერიუმი არსებობს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს რეისი კომპენსაციის მისაღებად:
1. ავიაკომპანია უნდა იყოს პასუხისმგებელი რეისის შეფერხებაზე (ფრენის დაგვიანება, გაუქმდება, დაკავშირებული ფრენის გამოტოვება)
2. თქვენი ჩასვლა საბოლოო დანიშნულების ადგილას უნდა იყოს დაგვიანებული მინიმუმ 3 საათით. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ დაკავშირებული ფრენები, მაგალითად თბილისი-ვარშავა-ბარსელონა, ხოლო თბილისი-ვარშავას რეისის ნებისმიერი დროით დაგვიანებამ განაპირობა თქვენი დაგვიანება ვარშავა-ბარსელონას რეისზე და ვეღარ გაფრინდით ამ რეისით, თქვენ ასევე შეგიძლიათ მოითხოვოთ კომპენსაცია დაკავშირებული ფრენის გამოტოვებისთვის.
ხოლო ფრენის გაუქმების შემთხვევაში, ემატება კიდევ ერთი კრიტერიუმი:
3. რეისზე ცვლილების ან გაუქმების შემთხვევაში ავიაკომპანიისგან შეტყობინება უნდა გქონდეთ მიღებული რეისამდე 14 დღეზე ნაკლებით ადრე. -- თუ ავიაკომპანიამ ცვლილების შესახებ ელ.ფოსტით ან ტელეფონის საშუალებით შეგატყობინათ შეგატყობინათ ფრენის შესრულებამდე 14 ან მეტი დღით ადრე, ეს კანონმდებლობით მათ ათავისუფლებს კომპენსაციის გადახდის ვალდებულებისგან.
რაზეა დამოკიდებული კომპენსაციის ოდენობა?
კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია მხოლოდ მანძილზე დანიშნულების ადგილამდე და განსაზღვრულია 250-დან 600 ევროს ოდენობით:
1500 კმ-მდე საფრენი მანძილი - 250 ევრო
1500-3500 კმ-მდე საფრენი მანძილი - 400 ევრო
3500 კმ ან მეტი საფრენი მანძილი - 600 ევრო
გასათვალისწინებელია, რომ ბილეთის ფასს არანაირი გავლენა არ აქვს ფრენის კომპენსაციის ოდენობაზე. იმ შემთხვევაშიც თუ 40 ევრო გაქვთ გადახდილი ბილეთი და იმ შემთხვევაშიც თუ 200, კომპენსაციის ოდენობა ორივე შემთხვევაში იქნება ერთი და იგივე.
თანაც როგორც წესი კომპენსაცია ორჯერ და სამჯერ მეტია ხოლმე ორმხრივ ბილეთში გადახდილი თანხაზე.
მაგალითად: თუ თქვენ მიფრინავდით ქუთაისი-პარიზის რეისით, თქვენ გეკუთვნით კომპენსაცია 400 ევრო, ლონდონი-თბილისის რეისისთვის 600 ევრო, ქუთაისი-ლარნაკას რეისზე 250 ევრო, თბილისი-სტამბოლი-ბარსელონას რეისისთვის შეგიძლიათ მოითხოვოთ 600 ევრო და ა.შ.
საჭიროა დაზღვევა ან წინასწარი რეგისტრაცია კომპენსაციის მისაღებად?
არა, კომპენსაციის მისაღებად თქვენგან არაფერია საჭირო გარდა სურვილისა, მით უმეტეს დაზღვევა. წინასწარ არაფრის გაკეთება არ არის აუცილებელი. თუნდაც მას შემდეგ გაიგოთ ფრენის კომპენსაციის შესახებ, რაც ფრენა დაგვიანდება ან გაუქმდება, თქვენ გაქვთ სრული უფლება მიიღოთ კომპენსაცია.
გაიგეთ მეტი FlyBack-ის ვიდეოში: https://www.youtube.com/watch?v=RwP5glZ2ooU
რა დოკუმენტები ან ინფორმაციაა საჭირო?
ფრენის კომპენსაციის მისაღებად თქვენ არ გჭირდებათ დოკუმენტების მთელი დასტა, ამისთვის ბილეთი და პასპორტიც სრულიად საკმარისია. დიახ, მხოლოდ ეს ორი დოკუმენტია დაგჭირდებათ და სულ ეს არის. თუ ბილეთი შენახული არ გაქვთ, შეგიძლიათ ბილეთის ჯავშანიც გამოიყენოთ FlyBack.Ge-ზე აპლიკაციის შესავსებად.
რეისიდან რამდენი ხნის განმავლობაშია შესაძლებელია კომპენსაციის მოთხოვნა?
დიახ, ნამდვილად შეგიძლიათ კომპენსაცია მოითხოვოთ ძველი რეისისთვის, თუმცა ეს ვადა დამოკიდებულია იმ ქვეყნებზე, რომელთა შორისაც სრულდებოდა რეისი. მაგალითისთვის ესპანეთის კანონმდებლობით კომპენსაციის მოთხოვნა შეგიძლიათ რეისის შესრულებიდან 5 წლის განმავლობაში, ბრიტანეთის შემთხვევაში 6 წლის განმავლობაში, თუმცა ზოგადად შეგვიძლია ვთქვათ რომ საშუალოდ 3 წლის განმავლობაშია შესაძლებელია მიიღოთ კომპენსაცია. ფრენიდან რაც უფრო მალე შეავსებთ აპლიკაციას FlyBack.Ge-ზე, რა თქმა უნდა, უფრო დიდი შანსი გექნებათ კომპენსაციის მიღებისაც. ნახეთ ყველა ქვეყნის ჩამონათვალი წლების მიხედვით
გაიგეთ მეტი FlyBack-ის ვიდეოში: https://www.youtube.com/watch?v=r1Y4AkcgWX8
კომპენსაციის მისაღებად რამდენი დროა საჭირო?
მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაციის მიღება ძალიან მარტივია თქვენთვის როგორც მომხმარებლისთვის, მეორემხრივ ეს საკმაოდ რთული პროცესია და დიდი სამუშაოა იურიდიული კომპანიისთვის. კონკრეტულ ვადებს კანონმდებლობა არ ადგენს, თუმცა FlyBack.Ge-ის გამოცდილებით, კომპენსაციის მიღებას საშუალოდ 1-5 თვე სჭირდება, რაც ყველა მგზავრის საქმეზე განსხვავებულია. გაიგეთ მეტი FlyBack-ის ვიდეოში: https://www.youtube.com/watch?v=A6OjWd2mxF0
FlyBack.Ge-ს გენერალური დირექტორი საბა მიგრიაული აღნიშნავს : „ვინაიდან საქართველოში უკვე წლებია წარმატებულად ვმუშაობთ და ბაზარზე სტაბილურად ვინარჩუნებთ ლიდერის პოზიციას, ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია განვითარება, სწორედ ამიტომ, რამდენიმე თვის წინ ჩვენ უკვე საერთაშორისო ბაზარზე გავედით და საქართველოს საზღვრებს გარეთაც ვეხმარებით მოგზაურებს კომპენსაციის მიღებაში - 3FlightDelay – Flight Delay Compensation . ამიტომ თქვენ უცხოელ მეგობრებს უკვე შეუძლიათ ჩვენი ინგლისურენოვანი პლათფორმით ისარგებლონ.“
არ ხართ დარწმუნებული გეკუთვნით თუ არა ფრენის კომპენსაცია? ეს არ არის პრობლემა ^_^
შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადი საიტზე FlyBack.Ge და ისინი დაადგენენ ექვემდებარება თუ არა თქვენი შემთხვევა რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობას. იმ შემთხვევაშიც კი თუ ზუსტი დაგვიანების დრო არ გახსოვთ, FlyBack.Ge-ს გუნდს ამის შემოწმებაც შეუძლია.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-საიტს: FlyBack.Ge
საკონტაქტო ელ.ფოსტა: Support@FlyBack.Ge
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/FlyBack.Ge
YouTube არხი: http://www.youtube.com/channel/UCjUZPdkObgJHLbBO3UGmrJw
(R)