სახელმწიფო ბიუჯეტში 7 თვის განმავლობაში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით 65 463 410 ლარი შევიდა, აქედან 35,4 მილიონი ლარი სათამაშო აპარატებზე მოდის.ამის შესახებ ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) 7 თვის ანგარიშშია აღნიშნული.
ამასთან, 2019 წლის იანვარ-ივლისში წამახალისებელი გათამაშებიდან ბიუჯეტში შევიდა 4 297 016 ლარი, სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 6 055 438 ლარი, კლუბის მაგიდიდან - 538 914 ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 18 915 851 ლარი.
აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2019 წლის 7 თვეში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის სახით მიღებული შემოსავალი, 6,252 მლნ ლარით არის შემცირებული. 2018 წლის 12 თვის განმავლობაშო კი ბიუჯეტში სათამაშო ბიზნესიდან 136 507 502 ლარი შევიდა.