ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელსაც სავარაუდოდ, დავით კეზერაშვილი დააფინანსებს, მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 1-ელ ოქტომბერს დაიწყებს.
კომუნიკაციების კომისიამ შპს „ფორმულას“ მაუწყებლობის სფეროში ავტორიზაცია მიანიჭა და უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა.
„კომპანიას მაუწყებლობის ავტორიზაციისთვის კანონით განსაზღვრული მთელი რიგი სავალდებულო ინფორმაცია სრულად არ ჰქონდა წარმოდგენილი, შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულას“ განაცხადში დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება მოსთხოვა. დოკუმენტაციის კანონთან შესაბამისობაში მოყვანის შემდეგ, კომისიამ კომპანიას მაუწყებელობის ავტორიზაცია მიანიჭა“ , - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.