ბიუჯეტში „სანქციების“ მუხლით შესული თანხა 30,5 მლნ ლარით გაიზარდა.
როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, 2019 წლის 7 თვეში, სანქციებიდან (საურავები და ჯარიმები) ჯამში 114, 036 მლნ ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 83, 495 მლნ ლარი.
რაც შეეხება 2018 წლის მთლიან მაჩვენებელს - გასულ წელს „სანქციების“ მუხლით ქვეყნის ბიუჯეტში -154, 880 მლნ ლარი შევიდა.
საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2019 წლის 7 თვეში ყველაზე მეტი თანხა ადმინისტრაციული სამართალდარვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან შევიდა, კერძოდ, 90, 193 მლნ ლარი.
რაც შეეხება სხვა დარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან ბიუჯეტში შესულ თანხებს, ასე გამოიყურება:
- საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმებიდან - 71,289 მლნ ლარი;
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში დაკისრებული ჯარიმებიდან და საურავებიდან - 1, 457 მლნ ლარი;
- მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან - 2, 758 მლნ ლარი;
- მმართველობის წესის ხელმყოფი სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან - 2,758 მლნ ლარი;
- გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციენიდან - 1,476 მლნ ლარი;
- ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან - 3,409 მლნ ლარი;
- ავტომობილის გაჩერების წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობისათვის დაკისრებული ჯარიმებიდან და საურავებიდან - 1,144 მლნ ლარი;
- სხვა არაკლასიფიცირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან - 2,561 მლნ ლარი;
- გაცემული სესხების დაფარვის ვადების დარღვევის გამო დაკისრებული სანქციებიდან - 5,487 მლნ ლარი;
- არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმებიდან და საურავებიდან - 4,798 მლნ ლარი;
- სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან - 10,449 მლნ ლარი;
- სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა სამართალდარღვევების გამო დაკისრებული ჯარიმებიდან და საურავებიდან - 10,447 მლნ ლარი; და ა.შ.