ახალი ვალდებულება მეწარმეებს  - რას ცვლის  მთავრობა ბიზნესოპერატორებისთვის

მეწარმეებისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება. კერძოდ, ცვლილება შეეხება იმ ბიზნესოპერატორებს, რომლებიც ახორციელებენ - ექსპორტისთვის განკუთვნილი თხილის გულისა და გადამუშავებული თხილის გულის დამზადებასა და ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (გარდა პირველადი წარმოებისა).

რაც შეეხება ვალდებულებას, მთავრობის დადგენილებით, ბიზნესოპერატორები ვალდებულნი იქნებიან დანერგონ სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად. აღნიშნული დადგენილება გამოქვეყნებისთანაზე ამოქმედდა.

ამასთან, მთავრობის გადაწყვეტილებით, აღიარება გაუუქმდებათ იმ ბიზნესოპერატორებს, რომელთაც ევალებათ დანერგონ და არ აქვთ დანერგილი სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების შესაბამისად. მთავრობის აღნიშნული დადგენილება კი 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.

თაია არდოტელი