აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ეროვნული ბანკის 90 დღიან N36, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 35 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფასიანი ქაღალდები ხუთმა კომერციულმა ბანკმა შეიძინა.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.10 პროცენტით, მაქსიმალური 4.17 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.14 პროცენტით განისაზღვრა.