2019 წლის ივლისში ევროზონაში უმუშევრობის მაჩვენებელი არ შეცვლილა და ივნისის ანალოგიურად 7,5% შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია ევროპის სტატისტიკური სააგენტოს Eurostat-ის დასკვნაში.
ივნისის ანალოგიურად უმუშევრობის მაჩვენებელი 6.3%-ზე დარჩა ევროკავშირშიც. 2018 წლის ივლისში კი უმუშევრობა ევროზონაში 8.1%, ხოლო ევროკავშირში - 6.8% იყო.
აბსოლუტური თვალსაზრისით, ევროკავშირის ქვეყნებში უმუშევართა რაოდენობამ 2019 წლის ივლისში შეადგინა 15,6 მილიონი ადამიანი, ევროზონაში - 12,3 მილიონი.
ყველაზე დაბალი უმუშევრობა ევროკავშირის ქვეყნებს შორის ივლისში დაფიქსირდა ჩეხეთის რესპუბლიკაში (2.1%) და გერმანიაში (3%). ხოლო ყველაზე მაღალი დონე დაფიქსირდა საბერძნეთში (17.2%) და ესპანეთში (13.9%).