ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, რისკის პროფილის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ა.მ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის რენტგენო-სკანერით დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 666,12 გრამი ოქროს საიუველირო და 2 კილოგრამზე მეტი ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს. აღნიშნული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 19912.51 ლარი შეადგინა. ამასთან, ავტომობილში აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული 72 ცალი ჩილიმის არომატორი (წონით 44 კგ), საერთო ღირებულებით 2770 ლარი“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.