ცნობილი ადამიანების სახლები, რომლებიც ძვირადღირებულ სასტუმროებს ჰგავს (+ფოტო)

ვებ-გვერდი Home Addict დაინტერესდა, თუ როგორ სახლებს ფლობენ ყველასათვის ცნობილი მდიდარი ვარსკვლავები.

ლედი გაგა

ცნობილი მომღერლის, ლედი გაგას სახლი კალიფორნიაში Hollywood Hills-ში მდებარეობს. კერძო საკუთრება 2 000 კვ.მ ტერიტორიაზეა განთავსებული. სახლს გარშემო დიდი ბაღი აკრავს, სადაც ასევე 2 სახლი სტუმრებისთვის, ხმის ჩამწერი სტუდია, ტენისის მოედანი და საცურაო აუზია მოწყობილი.

ჯენიფერ ენისტონი

მსახიობ ჯენიფერ ენისტონის სახლი 21 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. სახლის მშენებლობისას ენისტონმა მასალა და ინტერიერის დიზაინი თავად შეარჩია. სახლის სახურავზე მზის პანელებია განთავსებული, რომლებიც სახლს ელექტროენერგიით ამარაგებენ. აღსანიშნავია, რომ სახლში არაერთი ხის ნივთია, რომლებიც მოჭრილი ხეებისგან დაამზადეს, რადგან მსახიობს ჯანსაღი ხეების მოჭრა არ სურდა.

ჯორჯ კლუნი

მსახიობ ჯორჯ კლუნის სახლი ოქსფორდში, ინგლისში მდებარეობს, სადაც ის მეუღლესთან, ამალ კლუნთან ერთად ცხოვრობს. სახლი 10 მილიონ გირვანქა სტერლინგად არის შეფასებული. კერძო საკუთრებაში სახლის კინოთეატრი და დიდი საცურაო აუზია განთავსებული, საიდანაც მდინარე ტემზაზე ულამაზესი ხედი იშლება.

ჯონ ტრავოლტა

მსახიობ ჯონ ტრავოლტას სახლი 10 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. სახლს უზარმაზარი ტერიტორიაზე აკრავს გარშემო, სადაც თვითმფრინავების ასაფრენი ბილიკია მოწყობილი. აღსანიშნავია, რომ ტრავოლტა ლიცენზირებული პილოტია, რის გამოც მან გადაწყვიტა სახლში საკუთარი „აეროპორტი“ ჰქონოდა.

ჯენიფერ ლოპესი

მომღერალ ჯენიფერ ლოპესის სახლი კალიფორნიაში Bel Air-ში მდებარეობს. უზარმაზარ სახლში 7 საძინებელი, 13 სააბაზანო და 10 ბუხარია. მასში ასევე მოწყობილია სახლის კინოთეატრი, რომელიც 30 ადამიანზეა გათვლილი. სახლთან ახლოს განთავსებულია ბაღი, სადაც ეკოლოგიურად ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული მოჰყავთ.

მელ გიფსონი

მსახიობისა და რეჟისორის, მელ გიფსონის ერთ-ერთი სახლი კუნძულ კოსტა რიკაზე მდებარეობს. მასში 7 საძინებელი და 8 სააბაზანოა განთავსებული. ამასთანავე, სახლის გარშემო უზარმაზარი ტროპიკული ტყეა, რადგან მას სურდა ბუნებასთან რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო.

ჯეი-ზე და ბიონსე

რეპერ ჯეი-ზისა და მომღერალ ბიონსეს სახლი 9 000 კვ.მ. ტერიტორიაზე მდებარეობს და ის 6 სხვადასხვა შენობისგან შედგება. ერთ-ერთი მათგანი არის ავტოფარეხი, რომელიც 16 ავტომობილზეა გათვლილი. ეზოში კი ასევე მოწყობილია კალათბურთის მოედანი და 4 საცურაო აუზი.

ბილ გეითსი

მილიარდერ ბილ გეითსის სახლი 125 მილიონ აშშ დოლარად არის შეფასებული. სახლში 7 საძინებელი, 24 სააბაზანო, 6 სამზარეულო და უზარმაზარი ბიბლიოთეკა მდებარეობს. სახლში ასევე მოწყობილია საუნა, შიდა და გარე აუზები.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა