მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია Apple მედიასთან შეხვედრასა და უახლესი iPhone-ების წარდგენას 10 სექტემბერს აპირებს. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც კომპანიამ შეხვედრაზე მოწვეულ სტუმრებს მოსაწვევი ბარათები გაუგზავნა.
ღონისძიება კომპანიის დამაარსებლის, სტივ ჯობსის სახელობის თეატრში, კალიფორნიაში გაიმართება.
Apple შეხვედრაზე iPhone-ის უახლეს მოდელებს- iPhone XS და iPhone XS Max წარადგენს. ამასთან, წარმოდგენილი იქნება iPad-ის, MacBook Pro-ისა და Apple Watch-ის გაუმჯობესებული ვერსიები. ცნობისთვის, MacBook Pro-ს განახლებული ვერსია ბოლო 3 წელი არ გამოსულა.
გარდა ამისა, კომპანია შეხვედრაზე აქსესუარების ახალ მოდელებსაც – AirPods და HomePod წარადგენს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მოსაწვევებში Apple-მა ახალი ფერადი ლოგო გამოიყენა. მასში გამოყენებული ფერები შესაძლოა, ახალი iPhone-ების ფერებზე მიგვანიშნებდეს.
ღონისძიების სლოგანია By innovation only, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ წელს ბევრი ინოვაციური ფუნქციისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ გავიგებთ.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა