"დასვენება სიცოცხლის რისკის ფასად!!!" - მსგავსი სათაურით საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია კვარიათში გადაღებულ ფოტოებს საკუთარ "ფეისბუკ" გვერდზე აქვეყნებს. პოსტში აღწერილია ის დარღვევები და საფრთხეები, რომელიც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე იქმნება.
"ბიზნესპრესნიუსი" საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"დასვენება სიცოცხლის რისკის ფასად!!!
ფოტოები გადაღებულია კვარიათში, იქ სადაც უამრავი დამსვენებელია! პირველ ფოტოზე ნაჩვენებია ავტობუსის გაჩერება, რომელიც ყველაფერს ჰგავს გარდა ავტობუსის გაჩერებისა.
სხვა ფოტოებზე ნაჩვენებია ქვეითების გადაადგილება გზის სავალ ნაწილზე, სადაც ინტენსიური საავტომობილო მოძრაობაა და სადაც ავტომობილები მოძრაობენ საკმაოდ მაღალი სიჩქარით.
აქ გადაადგილდება უამრავი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რაც ასეთი მცირე ზომის გაბარიტების გზებზე ერთიორად ზრდის საფრთხეებს ფეხით მოსიარულეთათვის!
სამარცხვინოა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა, ვერასდროს შესძლეს საფეხმავლო ბილიკების მოწყობა უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. ამ უკიდურესად სახიფათო გზაზე გადაადგილდებიან ბავშვებიც!!! 2019 წ. 29 აგვისტო.",- აღნიშნულია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პოსტში.