„სიტიგრუპის“ ანალიტიკოსების მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ უხელშეკრულებო ბრექსიტის შემთხვევაში, ბრიტანული ბანკების მოგება დაახლოებით 25 პროცენტით შემცირდება.
„სიტიგრუპის“ კვლევაში ნათქვამია, რომ ევროკავშირთან საბაზისო ხელშეკრულების გაუფორმებლად, მისგან გამოყოფის შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკის ზრდა შენელდება. ამას მოჰყვება სტერლინგზე განაკვეთის დაწევა და კრედიტების დაფარვის გართულება, რაც საბოლოო ჯამში, ბანკების აქციებს საშუალოდ 15-25 პროცენტით დასწევს.
ბანკი RBS (როიალ ბენკ ოფ სკოტლენდ) ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა ბრექსიტამდეც უკვე საკმაოდ გამოიფიტა, რაც დიდი ალბათობით, ბანკის მოგებას მომავალ წელს შეეტყობა. უფრო მეტიც, RBS-ს კლიენტების ნაწილს უკვე აქვს პრობლემები კრედიტებთან დაკავშირებით.
„სიტიგრუპი“ ვარაუდობს, რომ დიდმა ბანკებმა, როგორებიცაა „ლოიდსი“, HSBC, ბერკლიზი, RBS და „სტანდარტ ჩარტერედ“, დანაკარგები უკვე ასახეს თავიანთ ანგარიშებში, რაც ბრექსიტის ზემოქმედების ხარისხს შედარებით შეარბილებს.