კომპანიებმა Toyota და Suzuki ალიანსის ფორმირებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. შეთანხმების საფუძველზე კომპანიები ერთმანეთის აქციებს შეიძენენ. შედეგად Toyota შეიძენს Suzuki-ს 4,9%-იან წილს 907 მილიონ დოლარად, ხოლო Suzuki Toyota -ს 453,6 მილიონის აქციას ღია საფონდო ბირჟაზე იყიდის.
იმის შესახებ, რომ Toyota და Suzuki აპირებდნენ თანამშრომლობას ახალი პროდუქციის შემუშავების სფეროში, 2019 წლის მარტში გახდა ცნობილი. წინასწარი ინფორმაციით, მათმა ალიანსმა კომპანიების პოზიციები ბაზარზე უნდა გაამყაროს. თუმცა ეს არ ცვლის იმ მდგომარეობას, რომ ბრენდები წარმოების სხვადასხვა სფეროში კონკურენტებად რჩებიან.