დღეისათვის ევროპის ისეთ დიდ ქალაქებს, როგორიაცაა პარიზი, რომი, ფლორენცია და ამსტერდამი ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს და ტურისტული სეზონის დროს ამ ქალაქებში გადაადგილება თუ სასტუმროს პოვნაც კი რთულია. თუმცა, ამასთანავე ევროპაში არსებობს არაერთი ულამაზესი, მაგრამ ნაკლებად ცნობილი ქალაქი, რომელსაც ტურისტები იშვიათად სტუმრობენ. CNN ასეთ 10 საუკეთესო ევროპულ ქალაქს ასახელებს.
ორანჟი, საფრანგეთი
ამ ულამაზეს ფრანგულ ქალაქში ბევრ ისტორიულ და საინტერესო შენობას ნახავთ. მათ შორის გამორჩეულია 1-ელ საუკუნეში აშენებული რომაული თეატრი და მე-17 საუკუნის ორანჟის მუზეუმი. ამასთანავე, ქალაქში ყოველ ზაფხულს იმართება მუსიკალური ფესტივალი.
ანტვერპენი, ბელგია
ბელგიაში ჩასული ტურისტების უმეტესობა ბრიუსელსა და ბრუგეს სტუმრობს. თუმცა, ასევე გამორჩეული ქალაქია ანტვერპენი, სადაც UNESCO-ს მიერ დაცული ღვთისმშობლის ტაძარი მდებარეობს. ისტორიის მოყვარულებს საშუალებს აქვთ მოინახულონ მე-15 საუკუნის ალმასების გადამამუშავებელი საამქრო და იმ პერიოდის ისტორიას გაეცნონ.
ჰააგა, ნიდერლანდები
ჰოლანდიაში სტუმრობისას ტურისტების უმეტესობა დედაქალაქ ამსტერდამს სტუმრობს, თუმცა არანაკლებ საინტერესო ქალაქია ჰააგა. ის განსაკუთრებით დახვეწილი არქიტექტურითა და მუზეუმებით გამოირჩევა. ამასთანავე ქალაქში უამრავი არხია.
მალმო, შვედეთი
მალმო შვედეთის ერთ-ერთი ქალაქია, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენიდან სულ რაღაც 1 საათის სავალი მანძილითაა დაშორებული. მალმო შვედეთის ერთ-ერთ უმთავრეს კულტურულ და საგანმანათლებლო ცენტრს წარმოადგენს. ქალაქი ზღვის პირას მდებარეობს და საუკეთესო პლაჟებით გამოირჩევა.
ბერნი, შვეიცარია
შვეიცარიაში მოგზაურობისას ციურიხისა და ჟენევის გარდა აუცილებლად უნდა ესტომროთ ქალაქ ბერნს. ეს ულამაზესი ქალაქი ალპების მთებში მდებარეობს და მთაში დასვენების მოყვარულებმა ის აუცილებლად უნდა მოინახულონ.
ვროცლავი, პოლონეთი
ვროცლავი პოლონეთის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს და 2016 წელს ის ევროპის კულტურულ დედაქალაქად აღიარეს. ქალაქის ისტორიული ცენტრი გამოირჩევა გოთიკური არქიტექტურითა და ძველი ტაძრებით.
დებრეცენი, უნგრეთი
ბუდაპეშტის შემდეგ დებრეცენი უნგრეთის სიდიდით მეორე ქალაქია. ქალაქის ისტორიულ ნაწილში ულამაზესი კალვინიტური ტაძარი მდებარეობს. ამასთანავე დებრეცენში უამრავი თერმული წყაროა, რომელისაც ტურისტები ხშირად სტუმრობენ.
პლოვდივი, ბულგარეთი
ბულგარეთის ქალაქი პლოვდივი წელს ევროპის კულტურულ დედაქალაქად აირჩიეს. ამ ისტორიულ ქალაქში მე-2 საუკუნის რომაული ამფითეატრისა და 5 000 წლის წინანდელი თრაკიული ქალაქის ნანგრევების ხილვაა შესაძლებელი
ტრონდჰეიმი, ნორვეგია
ტრონდჰეიმი ნორვეგიის სიდიდით მე-3 ქალაქია. ის ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ამავე სახელეოდების ფიორდთან მდებარეობს. სკანდინავიური ლანდშაპტის მოყვარულებმა ეს პატარა და ლამაზი ქალაქი აუცილებლად უნდა მოინახულონ
ტურინი, იტალია
დღეისათვის იტალიის ქალაქებს მილიონობით ადამიანი სტუმრობს. შედარებით ნაკლები დამთვალიერებელი ჩადის იტალიის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ტურინს, რომელიც თავისი არქიტექტურით გამოირჩევა. აქ უამრავი მუზეუმი და ტაძარია, რომლებიც იტალიაში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა