კომპანია Google, რომელიც ვიდეო ჰოსტინგ YouTube-ის მფლობელი კომპანიაა, რეკორდულად მაღალ - 150-200 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმას გადაიხდის. დაჯარიმების მიზეზი გახდა პრეტენზია, რომლის მიხედვით ვიდეო ჰოსტინგი აწარმოებდა არასრულწლოვნების მონაცემთა შეგროვებას მათი შობლების თანხმობის გარეშე - წერს „როიტერსი“.
ეს ჯარიმა გახდება ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჯარიმა, რომელიც ოდესმე დაუწესებიათ ბავშვთან პერსონალური ინფორმაციის კონფიდენციალურობის დარღვევის გამო.
ამერიკის კანონდებლობის თანახმად, კომპანიები ვალდებულები არიან 13 წლამდე მოზარდებზე ინფორმაციის შეგროვებისას თანხმობის მისაღებად მიმართონ მშობლებს, თუმცა ამ წესს არ იცავს ყველა. მაგალითისთვის, იმავე ბრალდებით 2019 წლის თებერვალში იმ დროისთვის რეკორდულად მაღალ 5,7 მილიონ დოლარად დაჯარიმდა სერვისი TikTok-ი.