კომპანიამ Nike წარმოადგინა ახალი სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც თასმებს ხმოვანი ბრძანების მიხედვით კრავს. ბოტასები სახელწოდებით Adapt Huarache დაკავშირებულია Apple Watch-თან ან ხმოვან ასისტენტ Siri-სთან და სწორედ მისი დახმარებით ფუნქციონირებს.
ეს არის ფეხსაცმელი, რომელიც სპეციალური აპლიკაციის მეშვეობით ამყარებს კომუნიკაციას მომხმარებელთან. მასში რამდენიმე რეჟიმის ჩართვაა შესაძლებელი, სპორტით დაკავების დროს უფრო მოჭერილი, მეტნაკლებად თავისუფალი და სიარულისას თავისუფალი შეკვრის ფუნქციებით. მომხმარებლებს აღნიშნულ ფეხსაცმლებში ასევე აქვთ საშუალება შეცვალონ მისი ძირის შეფერილობა.
Nike Adapt Huarache ჩვეულებრივი თასმებით არ არის აღჭურვილი, შემკვრელები ჩამალულია ქსოვილში და ისინი სპეციალური პატარა ძრავის მეშვეობით იჭიმებიან. მისი გაყიდვები 13 სექტემბრიდან დაიწყება, თუმცა ფასის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.