ესტონეთში გამოიგონეს ავტობუსი, რომელსაც სამართავად მძღოლი არ სჭირდება

ესტონეთში გამოიგონეს ავტობუსი, რომელსაც სამართავად მძღოლი არ სჭირდება. ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტობუსმა მუშაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო და ის ესტონეთის დედაქალაქ ტალინიის გარეუბნიდან ხელოვნების მუზეუმამდე მოძრაობს.

ხელოვნურად მართული ავტობუსი ესტონეთში კომპანია Sohjoa Baltic-მა შექმნა. აღსანიშნავია, რომ პროექტში აქტიურად იყო ჩართული ტალინის სატრანსპორტო დეპარტამენტი და ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი.

მცირე ზომის ავტობუსს ერთდროულად 8 ადამიანის გადაყვანა შეუძლია და მისი საშუალო სიჩქარე 12 კმ/სთ-ს შეადგენს.

ავტობუსი სამშაბათიდან კვირის ჩათვლით დილის 10 საათიდან შუადღის 4 საათამდე მუშაობს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მომავალში ისინი ავტობუსის სამუშაო საათების გახანგრძლივებას აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ ავტობუსი ელექტროენერგიაზე მუშაობს და გარემოს არ აზიანებს. ამასთანავე, ესტონეთში საზოგადოებრივი ტრანპორტის სხვა სახეობების მსგავსად მძღოლის გარეშე მოძრავი ავტობუსით მგზავრობაც უფასოა.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა