რუსეთის სტატისტიკის სამსახურმა რუსი ტურისტებისთვის ყველაზე პოპულარული 10 ქვეყანა დაასახელა. როსსტატის ინფორმაციით, საქართველო ათეულში მოხვდა - 2019 წლის 6 თვეში საქართველო 630 000-მა რუსეთის მოქალაქემ მოინახულა. რეიტინგში მოხვდა ოკუპირებული აფხაზეთიც, როსსტატის ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკას 1,852 მლნ რუსი ტურისტი ეწვია. საერთო ჯამში გამოდის, რომ საქართველოს წელს (აფხაზეთის ჩათვლით) 2,482 მლნ რუსი ტურისტი ეწვია. პირველ ადგილს კი, ტრადიციულად ისევ თურქეთი იკავებს, 2019 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანას 2,649 მლნ რუსი ტურისტი ეწვია.
Top-10 პოპულარული მიმართულება რუსი ტურისტებისთვის
- თურქეთი - 2,649 მლნ
- აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა (საქართველო) - 1,852 მლნ
- ფინეთი - 1,644 მლნ
- ყაზახეთი - 1,371 მლნ
- ჩინეთი - 1,007 მლნ
- უკრაინა - 1,057 მლნ
- ესტონეთი - 847 ათასი
- ტაილანდი - 654 ათასი
- საქართველო - 630 ათასი
- გერმანია - 628 ათასი