“ანაკლია სითის“ დირექტორის მოადგილე გიორგი ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის წერს, რომ ქართულ პორტებში ტვირთების გადამუშავება იზრდება და რეკორდებს ამყარებს.
„ბიზნესპრესნიუსი“ ჩუგოშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„რეკორდი რეკორდზე...
ფოთის პორტმა აგვისტოში 48,802 TEU გადაამუშავა, რაც 2018 წელთან შედარებით +60.3%-თ მეტია...
ეს ფოთის პორტის ისტორიული მაქსიმუმია...
აგვისტოში ზრდა აქვს ბათუმის პორტსაც... +29.2%... მათ 10,230 TEU გადაამუშავეს...
ეს ბათუმის პორტის ისტორიული მაქსიმუმია...
აგვისტოში ჯამში ორივე პორტმა 59,032 TEU გადაამუშავა, ზრდა +53.9%...
ეს ქვეყნის ისტორიული მაქსიმუმია...
2019 წლის 8 თვეში ორივე პორტმა 399,791 TEU გადაამუშავა, რაც წინა წელთან შედარებთ +37.3% ზრდაა...
ესეც ისტორიული მაქსიმუმია...
აქამდე 8 თვის რეკორდი 308,210 TEU იყო 2014 წელს...
თუ საშუალო ზრდის ტემპი შენარჩუნდება, წელს 623,183 TEU-ს უნდა ველოდოთ...
ამის ნახევარიც საკმარისია, რომ ანაკლიის პორტი მომგებიანი იყოს...“, - წერს ჩუგოშვილი.