ქუთაისის ავტობუსის მძღოლები გაფიცვას აგრძელებენ

ქუთაისში, მეორე დღეა რაც ავტობუსის მძღოლები გაფიცულები არიან.

როგორც მძღოლები აცხადებენ, ისინი მუშაობის გაგრძელებას არ აპირებენ.

"მუშაობა მხოლოდ ერთი მიზეზით შევწყვიტეთ, რომ კიდევ უფრო მეტი ვალები არ დაგვიგროვდეს. რასაც ვშოულობთ, ტრანსპორტის შესანახად არ გვყოფნის და ოჯახებს რა ვუყოთ?- აცხადებენ ჟურნალისტებთან საუბრისას ავტობუსების მძღოლები.

როგორც გაფიცულები ამბობენ, სამსახურს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუბრუნდებიან, თუკი დამსაქმებელი კომპანია მათ საწვავს შეღავათიან ფასებში მიაწვდის და მგზავრობის ღირებულება 30 თეთრიდან 40 თეთრამდე გაიზრდება.